„შავ სიაში დაფიქსირებული ვალების თითქმის 95% შედგება სესხებისგან, რომელთა ძირი თანხაც არ აღემატება 2000 ლარს. საუბარია, 600 ათასზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებაზე, ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების თუ სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციების დავალიანებაზე, რომელიც ჯამში შეადგენს მილიარდ-ნახევრიან ვალს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვალების განულება 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.