თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. ღმერთმა ინებოს, რომ პრეზიდენტის არჩევნები მშვიდობით ჩატარდეს, ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ქვეყანაში 28 ნოემბერს არის დანიშნული.
„ღმერთმა ინებოს, რომ ის არჩევნები, რომელიც მომავალში უნდა იყოს საქართველოში, პრეზიდენტის არჩევნები, მშვიდობით ჩატარდეს. ღმერთი მოწყალეა“, – ბრძანა ილია მეორემ.
არჩევნების დღე უქმე დღედ გამოცხადდა. საზღვარგარეთ კი, სადაც 28 ნოემბერი სამუშაო დღეა, კენჭისყრის პროცესი 24:00 საათამდე გაგრძელდება. საქართველოში საარჩევნო უბნები, ჩვეულებრივ, 20:00 საათზე დაიკეტება.
მეორე ტურში გავიდა ორი კანდიდატი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ უჭერს.