„ახლა Mickey Mouse მყავს“: გაშორდა თუ არა ქეთა თოფურია გუფს

რუსული შოუ–ბიზნესის ვარსკვლავებმა სოციალურ ქსელებში ერთმანეთის გამოწერა გააუქმეს.
Sputnik

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია სოციალურ ქსელებში თავის ფოტოებზე არაერთმნიშვნელოვან კომენტარებს წერს, რის გამოც ბევრი ფიქრობს, რომ მისი ხმაურიანი რომანი რეპერ გუფთან დასასრულს მიუახლოვდა.

„ამ დღეს სამუდამოდ ჩემ გულში დავიტოვებ“, – ასე დაწერა თოფურიამ თავის ფოტოზე Instagram-ში, რამაც ხელმომწერთა დიდი ინტერესი გამოიწვია, რომლებსაც ერთადერთი კითხვა აქვთ.

 „ქეთი, რატომ დაშორდით გუფს?“ – იკითხა ერთ–ერთმა გამომწერმა, რაზეც ქეთამ უპასუხა: „რადგან ახლა უკვე Mickey Mouse მყავს".

მაგრამ რას ნიშნავს ეს, ყველასთვის გაუგებარია. ფაქტია: გუფმა და ქეთამ სოციალურ ქსელ Instagram-ში ერთმანეთის გამოწერა გააუქმეს, ეს კი ერთს ნიშნავს – ყველაფერი ძალზე რთულადაა.

მიუხედავად ყველაფრისა, ბევრ თაყვანისმცემელს ვარსკვლავის ასეთი შენიღბული კომენტარების არ სჯერა და ამტკიცებს, რომ ქეთასა და გუფის განშორება მხოლოდ ვარაუდია.

ქეთა თოფურიას შეყვარებულს ნეკნები ჩაუმტვრიეს

„ვინ თქვა, რომ გაშორდნენ?? და თვითონ ლიოხამ იცის))))??“, – წერს ერთ–ერთი გამომწერი.

განშორებაში დარწმუნება რთულია კიდევ იმის გამო, რომ სულ ცოტა ხნის წინ თოფურიამ მხარი დაუჭირა გუფს, როცა ის ერთ–ერთ კლუბში სცემეს. უფრო მეტიც, წყვილი ერთად მივიდა პოლიციის განყოფილებაში ჩვენების მისაცემად.

უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე დღის წინ A’Studio-მ The Jigits-თან ერთად გამოუშვა სიმღერა Прощай („მშვიდობით“). სიმღერის ავტორია ლეონიდ აგუტინი. დამთხვევაა ეს თუ ნამდვილად გამოსამშვიდობებელი ჟესტი – უცნობია.

რეპერი გუფისა და პოპულარული ქართველი შემსრულებლის ქეთა თოფურიას რომანის შესახებ ჭორი ჯერ კიდევ 2017 წლის დასაწყისში გავრცელდა, თუმცა მომღერალი მაშინ ბიზნესმენ ლევ გეიხმანზე იყო დაქორწინებული. 2017 წლის შემოდგომაზე მომღერალმა აღიარა, რომ დიდი ხანია მეუღლესთან აღარ ცხოვრობს.