თბილისში მამაკაცმა ტაქსის მძღოლი დააყაჩაღა და ჭკუიდან შეიშალა

ორმა თანამზრახველმა ტაქსის მძღოლს 40 ლარი და ავტომობილის გასაღები წაართვა.
Sputnik

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი მამაკაცი დამნაშავედ ცნო თბილისში ტაქსის მძღოლზე ყაჩაღურ თავდასხმაში და ცხრა წლით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

არ დასვათ მგზავრი საჭესთან: კლიენტმა ტაქსი გაიტაცა >>

საუბარია დანაშაულზე, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე მოხდა. მსჯავრდებულმა, რომელიც პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო, თანამზრახველთან ერთად გააჩერა ტაქსი და მძღოლს „მარჯანიშვილის“ მეტროსთან წაყვანა სთხოვა.

დღეიდან ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის გარეშე მოძრაობა ეკრძალათ

გზაში მამაკაცებმა მძღოლს გაჩერება და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ე.წ. ლტოლვილთა საერთო საცხოვრებელთან გადახვევა აიძულეს. ერთ-ერთმა ბოროტმოქმედმა ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგანი, დაემუქრა ტაქსის მძღოლს, ხოლო მეორემ 40 ლარი და მანქანის გასაღები წაართვა. ამის შემდეგ ორივე მსჯავრდებული მიიმალა.

პოლიციელებმა დამნაშავეები თავდასხმიდან მესამე დღეს დააკავეს.

მათ წინააღმდეგ აღიძრა სსკ-ის 179-ე მუხლით („პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილი ყაჩაღობა“), რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რადგან დანაშაულის ჩადენის შემდეგ ერთ-ერთი ბრალდებული, რომელსაც სასამართლომ 6 წლით პატიმრობა შეუფარდა, ფსიქიურად დაავადებული გახდა, ის სასჯელს შესაბამის დაწესებულებაში მოიხდის.