მუქარა, თავდასხმა და გამოძალვა „კანონიერი ქურდის“ სახელით - დაკავებულია ერთი პირი

ბრალდებულმა დაზარალებულის საცხოვრებელ სახლს ცეცხლმოკიდებული ბოთლი ესროლა.
Sputnik

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთავში 38 წლის მამაკაცი ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფოთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებული გარდაბნის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეს სიცოცხლის მოსპობის, ცოლ-შვილის მოკვლის და ქონების განადგურების მუქარით 3 ათას ამერიკულ დოლარს სძალავდა. დამნაშავე მოქალაქეს ე.წ. კანონიერი ქურდის - „გულის“ სახელით ემუქრებოდა. ასევე ბრალდებულმა მის საცხოვრებელ სახლს ცეცხლმოკიდებული ბოთლი ესროლა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გამოძიება დაწყებულის სსკ-ის 181-ე მუხლის და 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით, რაც ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს და ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.