Google-ის დეველოპერები თბილისში - DevFest თბილისი 2018 დაიწყო

DevFest თბილისის მონაწილეებს წარმოადგენენ ისეთი კომპანიებიდან როგორიცაა Google, IBM, Microsoft.
Sputnik

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, „ტექნოპარკ საქართველოში“ Google-ის დეველოპერების ჯგუფების (GDG) ფესტივალი Devfest-ი მიმდინარეობს, იუწყებიან ორგანიზატორები.

განქორწინების მიზეზი: მამაკაცმა ცოლი ღალატში Google Maps-ის მეშვეობით გამოიჭირა

DevFest-ი არის ადგილი, სადაც განიხილება ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, პროგრამული ენები, გაფართოებული და ვირტუალური რეალობა და სხვა.

„დღის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ექნებათ ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, დაესწრონ სემინარებს, პრაქტიკულ CodeLab-ებს, ჩაერთონ დისკუსიებში და უბრალოდ სასიამოვნოდ გაატარონ დრო“, - ნათქვამია განცხადებაში.

„DevFest-თბილისის“ მონაწილეებს წარმოადგენენ ქართველი და უცხოელი გამომსვლელები, მათ შორის ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა Google, IBM, Microsoft.

ფესტივალი ყოველწლიურად მიმდინარეობს. წელს თბილისური DevFest-ის მთავარია წარმდგენია Google Developers Group (GDG) Tbilisi, Google, Fintech.ge და GeoLab-ი.