აშშ-ის სანაპირო დაცვამ 500 მილიონი დოლარის კოკაინი აღმოაჩინა

წყნარ ოკეანეში 15 გემზე 18 ტონა კოკაინი გადაჰქონდათ
Sputnik

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის სანაპირო დაცვამ წყნარი ოკეანეს აღმოსავლეთ ნაწილში საერთაშორისო წყლებში 18,5 ტონა კოკაინი ჩაიგდო ხელში, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დაახლოებით 500 მილიონი დოლარის ღირებულების ნარკოტიკი 15 გემით გადაჰქონდათ. აკრძალული ტვირთი მექსიკის სანაპიროსთან აღმოაჩინეს.

სანაპირო დაცვამ გაზარდა აშშ-ისა და მოკავშირეების კონტინგენტი წყნარი ოკეანეს და კარიბის აუზის აღმოსავლეთ ნაწილში, რომელიც ცენტრალური და სამხრეთ ამერიკიდან ნარკოტიკების ტრანზიტის ცნობილი ზონებს წარმოადგენს.