თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრებმა სამოას გუნდს ტესტ-მატჩი ანგარიშით 27:19 მოუგო.
მასპინძელი მატჩის დასაწყისში საჯარიმო დარტყმის შემდეგ დაწინაურდნენ, მაგრამ შემდეგ ინიციატივა თავის ხელში კუნძულელებმა აიღეს. გუნდები შესვენებაზე მაშინ გავიდნენ, როდესაც ანგარიში სამოას სასარგებლოდ 10:19 იყო.
მეორე ტაიმში მილტონ ჰეიგის აღსაზრდელებმა, რომლებმაც ქართველი ქომაგები სერიოზულად ანერვიულეს, თავისი შესაძლებლობები აჩვენეს.
თამაში „ავჭალის“ სტადიონზე შედგა.
ერთი კვირის წინ ქართველი მორაგბეები იტალიელებს შეხვდნენ და ანგარიშით 17:28 დამარცხდნენ.