ბათუმში 14 წლის მოზარდი ცივი იარაღით დაჭრეს

დაშავებული ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრშია გადაყვანილი.
Sputnik

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ბათუმში 14 წლის მოზარდი ცივი იარაღით დაჭრეს, იუწყება აჭარის ტელევიზია.

სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - არის მოკლული და დაჭრილი

შემთხვევა დღეს შუადღეს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მიზეზი ურთიერთშელაპარაკება იყო. დაშავებული ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრშია გადაყვანილი. მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ამჟამად მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძება დაწყებულია სსკ-ის 19-108-ე მუხლით („განზრახ მკვლელობის მცდელობა“) და ითვალისწინებს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.