სისხლიანი დაპირისპირება თელავში – ბრალდებულს რვაწლიანი პატიმრობა შეეფარდა

პროკურატურამ თელავის სასაფლაოზე მომხდარი დაპირისპირების დეტალები გამოაქვეყნა.
Sputnik

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მამაკაცს, რომელმაც თელავის ერთ-ერთ სასაფლაოზე ჩხუბის დროს ადამიანს სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენა, აღნიშნულია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პროკურატურამ სასამართლოში დაამტკიცა, რომ სწორედ დაკავებულმა დაარტყა დანა ადამიანს თავში, ზურგსა და გულ-მკერდის არეში, შემდეგ კი მიიმალა დანაშაულის ადგილიდან. დანაშაული 20 მაისს მოხდა.

საქართველოში დანაშაულის რაოდენობა იზრდება - შსს-ს ბოლო სტატისტიკა>>

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ის გადარჩა, ხოლო ეჭვმიტანილი იმავე დღეს საკუთარ სახლში დააკავეს.

მის წინააღმდეგ აღძრული იყო საქმე „განზრახ მკვლელობის მცდელობის" მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.