განათლების სამინისტრო სკოლებს გათბობის სისტემის დროულად ჩართვისკენ მოუწოდებს

უწყების განცხადებით, საგაკვეთილო პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის შესაბამისი გარემოს არსებობა აუცილებელია.
Sputnik

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლებს, ცივი ამინდების გათვალისწინებით, გათბობის სისტემის დროულად ჩართვისკენ მოუწოდებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რაზე დაიხარჯება მილიონობით ლარი 2019 წლის ბიუჯეტიდან

განათლების სამინისტრო სკოლების დირექტორებს მიმართავს და შეახსენებს, რომ ხარისხიანი განათლებისა და საგაკვეთილო პროცესის შეუფერხებლად და სრულყოფილად წარმართვისთვის სკოლაში შესაბამისი გარემოს არსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„შესაბამისად, სამინისტრო საჯარო სკოლებს კიდევ ერთხელ მიმართავს რეკომენდაციით, ცივი ამინდებიდან გამომდინარე, დროულად უზრუნველყონ სკოლის შენობის გათბობა, რათა მოსწავლეებს გაკვეთილებზე დასწრებისა და მეცადინეობის შესაძლებლობა შეუფერხებლად მიეცეთ", – აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში ორი ათასზე მეტი სახელმწიფო სკოლაა. სასკოლო ავტობუსები რეგიონებში 1,2 ათასზე მეტი სკოლის დაახლოებით 67 ათას მოსწავლეს ემსახურება.