თუშეთის მოსახლეობა შვიდი თვის განმავლობაში უფასო ინტერნეტით ისარგებლებს

თუშეთში ადგილობრივების ინტერნეტით უზრუნველსაყოფად ახმეტის მერიამ 2 000 ლარი გამოყო
Sputnik

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. თუშეთის მოსახლეობა შვიდი თვის განმავლობაში ინტერნეტით უფასოდ ისარგებლებს, განუცხადა ახმეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა Sputnik-საქართველოს

უამინდობამ საქართველოში ავტომობილების გადაადგილება შეაფერხა

„ქვემო ალვანში  მოქალაქეების მიერ არის შექმნილი  თუშეთის განვითარების ფონდი, რომელმაც მოგვმართა თხოვნით, რომ  ეს ხარჯი ჩვენ გაგვეწია. ჩვენც ხელი შევუწყვეთ და დავაფინანსეთ“, — აღნიშნა იოსებ ქარუმაშვილმა.

მისი თქმით, შარშან, სტატისტიკის თანახმად, თუშეთში სულ 25 კომლმა  გამოიზამთრა. ამავე რაოდენობაზე არის გათვლილი წელს ის 2000 ლარი, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტმა მათთვის შვიდი თვის - ოქტომბერ-მაისის პერიოდის განმავლობაში ინტერნეტის საფასურის გადასახდელად გამოყო.

თუშეთის მცხოვრებლები უფასო ინტერნეტით უკვე ოქტომბრიდან სარგებლობენ.