ხობში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს

შემთხვევის ადგილზე და მიმდებარე ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
Sputnik

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ხობში მდებარე „საქართველოს ბანკის" ექსპრეს-ფილიალი დააყაჩაღეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.

გლდანის მასივში, სავარაუდოდ, „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს

გავრცელებული ინფორმაციით, დაუდგენელმა პირმა აღნიშნული ფილიალიდან სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარა.

შემთხვევის ადგილზე და მიმდებარე ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 177-ე „ქურდობის" მუხლით აღიძრა.