მყვინთავებმა ჟინვალის წყალსაცავში ბეტონმზიდის მძღოლის ცხედარი იპოვეს

ჟინვალი-თვალივის საავტომობილო გზაზე სამუშაოების შესრულებისას, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ბეტონმზიდი გზიდან გადავიდა და ჟინვალჰესის წყალსაცავში ჩავარდა.
Sputnik

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ჟინვალის წყალსაცავში იპოვეს ბეტონმზიდის 53 წლის მძღოლის ცხედარი, რომელიც გუშინ, საღამოს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად წყალში გადავარდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ჟინვალი-თვალივის საავტომობილო გზაზე სამუშაოების შესრულებისას, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ბეტონმზიდი გზიდან გადავიდა და ჟინვალჰესის წყალსაცავში ჩავარდა. მანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.

მაშველებმა ორდღიანი ძებნის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გუშინვე შემთხვევის ადგილზე მაშველებისა და მყვინთავების 20-კაციანი ჯგუფი მუშაობდა, თუმცა გვიან ღამით მამაკაცის სამძებრო-სამუშაოები ცუდი ხილვადობის გამო შეწყდა.

სამძებრო სამუშაო დღეს, დილის 07:30 საათიდან განახლდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟინვალი-თვალივის საავტომობილო გზაზე სამუშაოებს ერთ-ერთი კერძო კომპანია ასრულებს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.