ანა ნაცვლიშვილის მკვლელს უვადო პატიმრობა შეეფარდა

დაცვის მხარე სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
Sputnik

თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს უვადო პატიმრობა შეეფარდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

თემქაზე 20 წლის გოგონას საშინელი მკვლელობა – ბრალდებულის მამა პოლიციელია

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა სრულად გაიზიარა პროკურატურის ვერსია, რომლის მიხედვითაც გრიგალაშვილმა შეყვარებულს მრავლობით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, მათ შორის კისრის არეში. დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

ნაცვლიშვილი 22 თებერვალს, გამთენიისას თემქის დასახლებაში საკუთარ სახლთან ახლოს გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას დანით მიყენებული შვიდი ჭრილობა ჰქონდა. ნათესავების თქმით, გოგონა სახლიდან ღამით სატელეფონო ზარის შემდეგ საშინაო ტანსაცმლით გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მოგვიანებით პოლიციამ დააკავა ლადო გრიგალაშვილი, რომელიც მოკლულს ხვდებოდა.

გრიგალაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 109-ე მუხლით („განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში") იყო აღძრული.