ესპანეთში საქართველოს მოქალაქე ყალბი საბუთებით დააკავეს

29 წლის მამაკაცი სლოვაკეთის მოქალაქის ყალბი პასპორტით დუბლინში გაფრენას ცდილობდა.
Sputnik

თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. ესპანეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ყალბი საბუთებით დუბლინში გაფრენას ცდილობდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ესპანეთში ტონაზე მეტი კოკაინის გადატანისთვის ქართველი დააკავეს

29 წლის მამაკაცი ესპანელმა სამართალდამცველებმა „სანტიაგო-დე-კომპოსტელას“ აეროპორტში დააკავეს.

დაკავებული, რომელიც ესპანური მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეა, მესაზღვრეებმა სლოვაკეთის მოქალაქის ყალბი პასპორტი აღმოუჩინეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ესპანეთიდან მამაკაცის დეპორტირება მოხდება.

ესპანური მედიის ცნობით, მხოლოდ წელს „სანტიაგო-დე-კომპოსტელას“ აეროპორტში 14 მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა.

კანონდამრღვევთა შორის საქართველოს მოქალაქეების გარდა , მოლდოვის, ირანისა და ჩინეთის მოქალაქეებიც იყვნენ, ისინიც დუბლინში გამგზავრებას ცდილობდნენ.