ქართული ბრენდის კაბა Victoria's Secret-ის შოუზე გაბრწყინდა

ქართველი დიზაინერის სამოსში სცენაზე კიდევ ერთი ვარსკვლავი გამოვიდა
Sputnik

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ამერიკელმა ქანთრი-მომღერალმა კელსი ბალერინიმ ნიუ-იორკში Victoria's Secret-ის გრანდიოზულ შოუზე იმღერა. ის სხენაზე ქართული ბრენდის Mach&Mach მოკლე კაშკაშა კაბით წარდგა.

ქართული ბრენდის კაბა Victoria's Secret-ის შოუზე გაბრწყინდა

Mach&Mach აშშ-სა და ევროპაში მალე გახდა პოპულარული და დასავლელი და ჰოლუვადის ვარსკვლავების კიდევ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს. მაგალითად, Mach&Mach-ის სამოსით არაერთხელ გამოვიდა ცნობილი ამერიკელი მომღერალი კეტი პერი.

რა აერთიანებს კეტი პერის საქართველოსთან

ქართული ბრენდი Mach&Mach დიზაინერმა დებმა, გვანცა და ნინა მაჭარაშვილებმა შექმნეს (Gvantsa Mach და Nina Mach).

გვანცა თბილისის სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია, ხოლო ნინა - დიპლომირებული მედიკოსი.

გოგონებმა თავიანთი მარკა 2012 წელს შექმნეს. Mach & Mach - ესაა ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და საქორწილო კაბების ბრენდი. ქართველი დიზაინერების სტილი მთელ მსფოლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. მათ სამოსში ჩნდებიან მოდელები ბელა ჰადიდი და დაუტცენ კრუსი, შეიხა მოზა, ჯენიფერ ლოპესი. ლედი გაგა, ნიკოლ კიდმანი და სხვა ვარსკვლავები.