არ დასვათ მგზავრი საჭესთან: კლიენტმა ტაქსი გაიტაცა

სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს
Sputnik

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. თბილისში კლიენტმა ტაქსის მძღოლის მანქანა გაიტაცა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

თბილისში ტაქსის მძღოლი დააყაჩაღეს - დაკავებულია ერთი პირი

შემთხვევა გუშინ გვიან ღამით ზურაბ ჟვანიას სახელობის მოედანთან მოხდა. დაზარალებული ტაქსის მძღოლის განცხადებით, კლიენტმა მას საჭესთან დაჯდომა სთხოვა.

„ვტაქსაობ და კლიენტი ცდილობდა მანქანის გატაცებას. ვითომ ყიდვა უნდოდა მანქანის, მანქანაში ჩაჯდა და უბრალოდ გაიტაცა," - განაცხადა დაზარალებულმა.

სამართალდამცველებმა გატაცებული მანქანა ნუცუბიძის ქუჩაზე ნახეს, სავარაუდო დამნაშავე კი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.