ახალციხეში პაკისტანელი არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედების გამო დააკავეს

პაკისტანიდან ჩამოსული მოქალაქე, რომელიც მზარეულად მუშაობდა, მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეების ადევნებაშია შემჩნეული
Sputnik

თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. ახალციხეში 37 წლის პაკისტანის მოქალაქე შვიდი არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ბრალდებული ახალციხეში მზარეულად მუშაობდა.

მოზარდთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით ბათუმში 55 წლის კაცი დააკავეს >>

პოლიციას შვიდი გოგონას - მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეების მშობლებმა მიმართეს და ჩვენება მისცეს.

მშობლები ჟურნალისტებთან საუბარს გაურბიან. სკოლაში აცხადებენ, რომ ბოროტმოქმედი გოგონებს სახლამდე აედევნა. სასწავლო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ გარყვნილი ქმედება სკოლაში არ მომხდარა.

დაკავებულს 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.