სარალიძის პროტესტი: როგორ იშლებოდა კარვები პარლამენტის წინ

Sputnik

თბილისის ცენტრში ზაზა სარალიძემ და მისმა მხარდამჭერებმა პროტესტის ნიშნად კარვები გაშალეს. ნახეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, რა ხდებოდა ღამით რუსთაველის გამზირზე.

 

1 / 12
თბილისში ქუჩური გარჩევისას მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები საპროტესტო აქციებს განაგრძობენ
2 / 12
საპროტესტო აქციები 31 მაისს დაიწყო მას შემდეგ, რაც საქალაქო სასამართლომ დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე გადაწყევტილება გამოიტანა
3 / 12
ზაზა სარალიძე მისი შვილის მკვლელების დასჯის გარდა, ასევე მოითხოვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. შაბათ ღამით მან მხარდამჭერებთან ერთად დაიწყო კარვების დადგმა პარლამენტის წინ, რასაც პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა
4 / 12
კარვების დადგმა სარალიძემ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც თბილისის მერიამ მოკლული მოზარდის მამას, პარლამენტის წინ საახალწლო ნაძვისხის დადგმის მოტივით, სხვა ადგილას გადანაცვლება მოსთხოვეს
5 / 12
ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად არასამთავრობო ორგანიზაციებმა წამოიწყეს აქცია „კარვებით დავიცვათ თავისუფლება!“
6 / 12
ზაზა სარალიძე, რომელმაც უარი განაცხადა ტერიტორიის დატოვებაზე, შეხლა-შემოხლაში შეუძლოდ გახდა. ამიტომ საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების გამოძახება
7 / 12
ზაზა სარალიძემ რამდენიმე საათი გაატარა ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ, შემდეგ კი ისევ აქციას დაუბრუნდა
8 / 12
პოლიციამ ვერ აღკვეთა კარვების დადგმა, ამიტომ იმით შემოიფარგლა, რომ კარვების გარშემო ჯაჭვი შეკრა
9 / 12
შაბათ-კვირის ღამით ზაზა სარალიძემ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტის წინ ათობით კარავი გაშალა
10 / 12
კვირას საპროტესტო აქციაზე ხალხმრავლობა აღარ შეინიშნებოდა
11 / 12
კარვების ნაწილი აიღეს, ნაწილი კი კვლავ დგას პარლამენტის წინ. იქვე მორიგეობს პოლიციის გაძლიერებული რაზმები
12 / 12
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სამართალდამცველებს ჰქონდათ ინფორმაცია აქციაზე ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობის შესახებ, შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდა საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად