თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ – ტოჩინოშინმა იაპონიაში დაწყებულ ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.
შერკინებაში ოძეკმა ტოჩინოშინმა ძალისმიერი მიწოლით აღმოსავლეთის მესამე მაეგაშირა ნიშიკიგი დაამარცხა და პირველი თეთრი ბურთულა მოიპოვა.
გორგაძის მომდევნო მეტოქე აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა - მეგირუ გახდება. მეტოქეებს შორის ეს რიგით მე-19 შეხვედრა იქნება და ამ შეხვედრების ჯამში უპირატესობა ტოჩინოშინის მხარეზეა - 11:7.
ბაშო 26 ნოემბრამდე გაგრძელდება.
2018 წლის იანვარში ქართველმა სუმოისტმა იმპერატორის თასი მოიგო, ხოლო ზაფხულის ბაშოზე ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.