თბილისში ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი დააკავეს

პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ამოიღო.
Sputnik

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ფონიჭალაში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციამ დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, სამი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით,  ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც  ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.