თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამაარსებლის და თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა ბერა ივანიშვილმა ჯვარი დაიწერა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ჯვრისწერის ცერემონია სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარში გაიმართა.
ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, ქორწილის გამო მცხეთაში გზები გადაკეტილია. სვეტიცხოველში ცერემონიაზე დასწრების უფლება მხოლოდ მიწვეულ სტუმრებს აქვთ, სხვა პირებისთვის ტაძარი დახურულია.
ჯვრისწერამდე ბერა ივანიშვილი და მისი მეუღლე ნანუკა გუდავაძე პატრიარქს შეხვდნენ.
საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ჯვრისწერის წინ წყვილი დალოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
ბიძინა ივანიშვილმა პატრიარქს მადლობა გადაუხადა ოჯახის დალოცვისთვის და ბერას ცხოვრების ახალ ეტაპზე ღირსეული ოჯახის შექმნა და ქვეყნის სამსახურში ყოფნა უსურვა.
პოპულარული ქართველი რეპერი ბერა ივანიშვილი და მისი მეუღლე, მოდელი ნანუკა გუდავაძე სექტემბრის თვეში დაქორწინდნენ. წყვილმა თაფლობის თვე პარიზში გაატარა.