ვახტანგ ჩიდრაშვილი სამბოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ქართველმა სამბისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე ხუთი მედალი მოიპოვეს, აქედან ორი - ოქროსია
Sputnik

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა სპორტსმენმა  57 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატზე სამბოში, რომელიც ბუქარესტში მიმდინარეობს.

„ვახტანგ ჩიდრაშვილი (57კგ) ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა!! გილოცავთ კიდევ ერთ ოქროს და უდიდეს წარმატებას!“, - ნათქვამია საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ნინო ოძელაშვილი სამბოში პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონია

კიდევ ერთი, ბრინჯაოს მედალი შაბათს მოიპოვა დავით ლორიაშვილმა (100 კგ).

მანამდე, პარასკევს ოქროს მედალი მოიპოვა ნინო ოძელაშვილმა (72 კგ), რომელიც ქართული სამბოს ისტორიაში პირველი ქალი - მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

კიდევ ორი მედალი, ამჯერად ბრინჯაოს საქართველოს შემატეს გივი ნადარეიშვილმა (52 კგ) და პაატა ღვინიაშვილმა (90 კგ).

სამბოში მსოფლიო ჩემპიონატი ბუქარესტში 8 ნოემბერს დაიწყო და 11 ნოემბრამდე გაგრძელდება.