თბილისის ცენტრში რაგბის ქომაგებმა მსვლელობა მოაწყვეს

ქართველმა მორაგბეებმა უკვე ერთი ლელო დადეს
Sputnik

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ქომაგებმა მოაწყვეს მსვლელობა თბილისის საკონცერტო დარბაზიდან პირველი რესპუბლიკის მოედნამდე, სადაც იტალიიდან მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია უკვე დაიწყო, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

ქომაგები აკვირდებიან მატჩს დიდ ეკრანზე, რომელიც მოედანზეა დამონტაჟებული. ტესტ-მატჩი საქართველოს და იტალიის ნაკრებებს შორის თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყო. ქართველმა მორაგბეებმა უკვე ერთი ლელო დადეს.

პირველი რესპუბლიკის მოედანი დილის 6:00 საათიდან ავტოტრანსპორტისთვის გადაკეტილია, მოძრაობა 22:00 საათზე აღდგება.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები თავის პირველ ტესტ-მატჩს საფეხბურთო კლუბ „ფიორენტინას“ საშინაო სტადიონ „არტემიო ფრანკიზე“ მართავს.

ცნობილი გახდა იტალიის წინააღმდეგ მატჩში საქართველოს რაგბის ნაკრების შემადგენლობა >>

მანამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა აღნიშნა, რომ გუნდში ბევრი ტრავმირებული მოთამაშეა, რომელიც მოედანზე გასვლას ვერ მოახერხებს. თუმცა მან დააიმედა ქომაგები, რომ ასეთ სიტუაციებში ქართველები „მენტალურად და ფიზიკურად ძლიერდებიან".