კავკასიელი ტყვე ქალი: მოსკოვის ინდი-პოპ ჯგუფმა OQJAV საქართველოში კლიპი გადაიღო

მსმენელი კლიპს მომხიბლავს, პოზიტიურს, საოცარსა და კინემატოგრაფიულს უწოდებს.
Sputnik

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. მოსკოვურმა ინდი-პოპ ჯგუფმა OQJAV საქართველოში გადაიღო კლიპი სიმღერაზე Цветочки ალბომიდან Листики-цветочки. სიუჟეტის ცენტრშია გოგონას თანამედროვე ეპოქაში გატაცება ლეონიდ გაიდაის ცნობილი ფილმის „კავკასიელი ტყვე ქალის" მსგავსად.

ევროპელმა მუსიკოსებმა თბილისში ვიდეოკლიპი გადაიღეს

ვიდეო თეატრალურმა რეჟისორმა და დრამატურგმა სემიონ სერზინმა გადაიღო. მთავარ როლს ასრულებს მსახიობი ტაისია ვილკოვა.

სიუჟეტის მიხედვით, მთავარ გმირს სამი ყმაწვილი პირდაპირ თბილისის ერთ-ერთი ქუჩიდან იტაცებს და ვენახში მიჰყავს. იქ გოგონა შავ ყურძენს წურავს. მალე გოგონა გათამამდება და ცეკვას იწყებს. „ლეკურს" ცეკვავენ მისი გამტაცებლებიც. ფინალში ყველა ღვინოს სვამს და ყველა ბედნიერია.

ვიდეოში, გარდა ვენახებისა და ღვინის ბოთლისა, მოჩანს ძველი თბილისური ქუჩები, ე.წ. იტალიური ეზოები, სანაპირო, ასევე ისმის ქართული მუსიკა და მეტყველება.

ვიდეოკლიპმა Youtube-ში მალევე მოიპოვა პოპულარობა. მსმენელი აღფრთოვანებულია სიმღერითა და კლიპით, მას მომხიბლავს, პოზიტიურს, საოცარსა და კინემატოგრაფიულს უწოდებს.

ჯგუფი OQJAV (ადრე „ოკუჯავ") 2013 წელს პერმელმა და ეკატერინბურგელმა მუსიკოსებმა დააარსეს.