ქუთაისში კორეელმა ტურისტმა ლიეტუველი გაქურდა

ჰოსტელის მესაკუთრეების ვარაუდით, კორეელი გოგონა ამჟამად თბილისში იმყოფება და ქვეყნის დატოვებას აპირებს
Sputnik

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ქუთაისში მდებარე ერთ-ერთ ჰოსტელში კორეელმა ტურისტმა ამავე ჰოსტელის ერთ–ერთი მობინადრე, ლიეტუვის მოქალაქე გაქურდა და მიიმალა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

თბილისის ტურისტულ ადგილებში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა

„ახალგაზრდა გოგომ ორი დღით დაჯავშნა ჩვენი ჰოსტელი. მან ერთ-ერთ სტუმარს 900 ევრომდე თანხა და მობილური ტელეფონი იმ დროს ამოაცალა, როდესაც მას ეძინა. გოგო შუაღამით ჰოსტელიდან გაიქცა. შემთხვევის შესახებ შევატყობინეთ პოლიციას. დავადგინეთ, რომ ეჭვმიტანილი ამ დროისთვის თბილისშია. ის კორეის მოქალაქეა და სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში აპირებს დატოვოს საქართველო," - განაცხადეს ჰოსტელის მესაკუთრეებმა.

ტურისტის ძარცვის ფაქტს შსს ქუთაისის პოლიციის მეორე განყოფილება იძიებს.

საქმე სსკ-ის 117–ე მუხლით არის აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს.