გარდაიცვალა ცნობილი სომეხი ოლიმპიური ჩემპიონი იური ვარდანიანი

2014-2017 წლებში ვარდანიანი საქართველოში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად იყო დანიშნული
Sputnik

თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. ცნობილი სომეხი ძალოსანი, ოლიმპიური ჩემპიონი იური ვარდანიანი  ამერიკის შეერთებულ შტატებში 62 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სომხეთის ელჩი: ქართველს ათას კაცში ამოვიცნობ, ქართულ ღვინოს კი ყველა სხვას ვამჯობინებ

იური ვარდანიანი ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს შვიდგზისა და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი იყო. ის ოლიმპიური ჩემპიონი 1980 წელს, მოსკოვში გახდა.

სომეხ ძალოსანს 82-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ხუთჯერ ჰქონდა დამყარებული მსოფლიოს რეკორდი.

1991-2009 წლებში იური ვარდანიანნი  აშშ-ში ცხოვრობდა და სამწვრთნელო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა. კერძოდ, ავარჯიშებდა თავის ვაჟს, ძალოსნობაში ამერიკის ჩემპიონს, ლონდონის ოლიმპიადის მონაწილეს კორაირ ვარდანიანს.

2009 წელს ძალოსანი  სომხეთში დაბრუნდა, იყო პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის მრჩეველი. 2013-14 წლებში მუშაობდა სპორტისა და ახალგაზრდული საქმეების მინისტრად. 2014-2017 წლებში კი საქართველოში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად იყო დანიშნული.