აზერბაიჯანში ორი ექსტრემისტი მოკლეს

ტერორისტებმა სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს და ისინი ადგილზე მოკლეს
Sputnik

თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. ორი რადიკალი ექსტრემისტი, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტერაქტებს ამზადებდა, ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) ქალაქ განჯაში კვირას გაანადგურა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“ ქვეყნის სუს-ზე დაყრდნობით.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გადაუდებელი ოპერატიული ღონისძიებების განხორციელება, როდესაც დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რადიკალური რელიგიურ-ექსტრემისტული დაჯგუფების წევრებმა - ფამილ ფაზილ ოღლუ ალკეპეროვმა და რუსტამ რაფაელ ოღლუ რზაევმა შეიძინეს იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები და ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელებას აპირებდნენ“, - განაცხადეს აზერბაიჯანის სუს-ში.

არეშიძე: ტერორიზმი საფრთხეა მთელი კავკასიისთვის >>

ქალაქ განჯაში ჩატარებული ტერორისტების განიარაღების ოპერაციის დროს სამართალდამცველებმა გააჩერეს ავტომობილი, რომელშიც რზაევი და ალეკპეროვი იმყოფებოდნენ.

„ტერორისტებმა მათ შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს და ცეცხლი გახსნეს. საპასუხო სროლის შედეგად ალეკპეროვი და რზაევი ადგილზე ლიკვიდირებულნი არიან“, - აღნიშნეს სუს-ში.

სპეცოპერაცია თბილისში: დაკავებულია კრიმინალური ავტორიტეტი განჯიდან

მომხდარის ადგილის დათვალიერების შემდეგ აღმოჩენილია და ამოღებულია კალაშნიკოვის სისტემის ერთი ერთეული ავტომატი, ხელყუმბარა F1, ტროტილის სამი კოჭა (თითოეული 200 გრ), ასაფეთქებელთან ერთად იყო სამი ელექტრონული დეტონატორი.

აღნიშნულ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ტარდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

მანამდე განჯაში ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურ ელმარ ველიევზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ველიევი და მისი პირადი მცველი დაშავდნენ. ეჭვმიტანილი იუნის საფაროვი, რუსეთის მოქალაქე ადგილზე დააკავეს. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მომხდარს მიეცა „წინასწარ დაგეგმილი ტერაქტის კვალიფიკაცია, რომელიც ქვეყანაში აჟიოტაჟის, ქაოსის, პანიკის შექმნისა და, საბოლოო ჯამში, ძალაუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების მიზნით განხორციელდა“.