ავტობანზე ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა

დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება
Sputnik

თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. გორში, სოფელ ხურვალეთის გადასახვევთან, ავტობანზე  ერთმანეთს მსუბუქი  მანქანა, ავტობუსი და მიკროავტობუსი  შეეჯახნენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საზარელი ავარია ჩინეთში: ათობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა

არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებულია მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი, რომელიც კლინიკა „გორმედში" გადაიყვანეს. 30 წლამდე მამაკაცს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, ის მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

საქმეზე  გამოძიება საქართველოს სსკ-ის  276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. რაც   სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე  დაზიანება გამოიწვია. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.