ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე ოქრო და ვერცხლი მოიპოვეს

საქართველოს ნაკრების აქტივში ორი დღის შემდეგ ოთხი მედალი აქვს და ის გუნდურ ჩათვლაში ლიდერობს
Sputnik

თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. ქართველი ძიუდოისტი ვლადიმერ ახალკაცი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ გიორში მიმდინარეობს.

ფინალში 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ახალკაცი თავის თანაგუნდელ თამაზ კირაკოზაშვილს ხვდებოდა, თუმცა მან ნახევარფინალში მიღებული ტრავმის გამო ტატამზე გამოსვლა ვერ შეძლო.

ქართველმა მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ორი მედალი მოიპოვეს

კიდევ ერთი, ბრინჯაოს მედლის მოპოვება ალეკო მამიაშვილს შეეძლო, მაგრამ 73 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის რეპეშაჟში ქართველმა სპორტსმენმა შვეიცარიელ ნილს სტამპს დაუთმო.

ამგვარად, ტურნირზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების აქტივში ოთხი მედალია. მანამდე ვერცხლი მოიპოვეს ჯაბა პაპინაშვილმა (-60 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ).

ამჟამად საქართველოს ნაკრები შეჯიბრების საერთო გუნდურ ჩათვლაში ლიდერობს. მეორე ადგილზე რუსეთია, მესამეზე - ესპანეთის ძიუდოისტები.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასკვნით დღეს ძიუდოისტები გაათამაშებენ მედლებს სამ წონით კატეგორიაში: -90 კგ, -100 კგ და +100 კგ.

 „ნიკო შერას ქუჩა" – ესპანეთში ქუჩას ქართველის სახელი უწოდეს >>

საქართველოს ნაკრების სახელს დაიცავენ: კობა მჭედლიშვილი (-90 კგ), ონისე სანებლიძე (-100 კგ) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ).