თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე განსუს პროვინციაში მასშტაბური ავტოავარიის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 44 დაიჭრა, იუწყება РИА Новости სააგენტო Xinhua News Agency-ზე დაყრდნობით.
ავარია ჩქაროსნული ტრასის საგადასახადო პუნქტზე ლანჟოუში მოხდა. სატვირთოს მძღოლმა მანქანის მართვაზე კონტროლი დაკარგა და 31 ავტომობილს შეეჯახა. ბოლო მონაცემებით, ათი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია.
პოლიციამ უკვე დააკავა მძღოლი, რომელსაც მსუბუქი ტრავმები აღენიშნება.