გახარია: ახალქალაქში ჩხუბის გამო ბრალი, შესაძლოა, ორივე მხარეს წარედგინოს

საქმია გამოძიება ოპოზიციონერებსა და პარლამენტის დეპუტატის წარმომადგენლებს შორის დასასრულს უახლოვდება
Sputnik

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ახალქალაქში მომხდარი ინციდენტის გამო, რომლის დროსაც ოპოზიციური გაერთანების „ძალა ერთობაშია“ წინასაარჩევნო შტაბის ოთხი წევრი დაშავდა, ბრალი, შესაძლოა, ორივე მხარეს წარედგინოს.

აშოტ რიაისიანს, აბრაჰამ და ტიგრან აბრაამიანს და მიშა აბგარიანს სამშაბათს გაუსწორდნენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მათ ოფისში შეუვარდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ პარლამენტარ ენძელ მკოიანის წარმომადგენლები. მკოიანი დეპუტატია მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ოპოზიციონერებმა ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდეს საქმის უსწრაფესად გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯისკენ.

სრული მობილიზაცია - „ქართული ოცნება“ მეორე ტურში ბრძოლისთვის ემზადება

„ამ საქმეს იძიებს შსს. გამოძიება მიმდინარეობს. იყო გარკვეული პრობლემები, რაც ძალზედ არასასიამოვნო იყო - დაზარალებული მხარე არ თანამშრომლობდა, უბრალოდ ჩვენებებს არ იძლეოდა და ეს იყო დროში გაჭიმული პროცესი. თუმცა, როგორც ვიცი, დღეს ეს პროცესი დასრულდება, სტანდარტი შეიქმნება და ბრალი წარედგინება ორივე მხარეს, თუ არ ვცდები“, – განუცხადა გახარიამ ჟურნალისტებს.

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით,მომხდარს ინციდენტი უღოდა წინ. ორშაბათ ღამითოპოზიციონერებმა ბენზინგასამართ სადგურზე პრეზიდენტობის დამოუკიდებელი, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის პლაკატები ჩამოხიეს და სადგურის თანამშრომელი სცემეს. მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპოზიციონერებმა პროვოკაცია მოაწყვეს.

„ამ მომენტში, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვისი ბრალია. პროვოკაცია არ ნიშნავს იმას, რომ ფიზიკური ძალადობა უნდა მოხდეს ადამიანზე, თუმცა არც პროვოკაციაა სასურველი და სახარბიელო“, – განაცხადა გახარიამ.

ოპოზიციონერების ერთ–ერთი მოთხოვნაა მკოიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, ასევე, მისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის ჩამორთმევა.

„ოპოზიციას აქვს გაუგებარი მოთხოვნები, თითქოს მას (მკოიანს) იმუნიტეტი უნდა მოეხსნას ან უფლებამოსილება შეუწყდეს. მინდა, პირდაპირ გიპასუხოთ, არანაირი იმუნიტეტის მოხსნა, არანაირი უფლებამოსილების შეწყვეტა არ იქნება მასთან მიმართებით. მკოიანი აგრძელებს ჩვენთან ერთად ბრძოლას და საქმიანობას ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე.

დაშავებულები გამოძიებას არ ეხმარებიან - შსს ახალქალაქის ინციდენტზე

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც კვირას, 28 ოქტომბერს გაიმართა. ყველაზე დიდი მხარდაჭერა მოიპოვეს სალომე ზურაბიშვილმა (38,64%) და გრიგოლ ვაშაძემ (37,73%). ზურაბიშვილს მხარს უჭერს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", ხოლო ვაშაძე არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია" წევრი.

რადგან ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა 50%-ზე მეტი ხმა, რომელიც პირველ ტურში გამარჯვებისთვის იყო საჭირო, ქვეყანაში მეორე ტური გაიმართება. ცესკო საბოლოო შედეგებს 17 ნოემბრამდე გამოაცხადებს, რის შემდეგაც მეორე ტური ჩატარდება.