გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მარკეტი გაქურდეს

დაუდგენელმა პირებმა მაღაზიიდან მხოლოდ ალკოჰოლური სასმელები მოიპარეს.
Sputnik

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი მარკეტი გაქურდეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

საბანკო ტერმინალის ქურდობისთვის ოთხი ადამიანი დააკავეს

შემთხვევა თბილისში გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

სავარაუდოდ, დამნაშავეებმა მაღაზიიდან მხოლოდ ალკოჰოლური სასმელები წაიღეს.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ეს ქურდობის პირველი შემთხვევა არ არის და მიმდებარე ტერიტორიაზე მაღაზია ორი კვირის წინაც გაქურდეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე „ქურდობის" მუხლით მიმდინარეობს, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.