სემეკ–მა მოქალაქეების სასარგებლოდ 29 000 ლარზე მეტი ჩამოწერა

სემეკ–მა მოქალაქეებს მოუწოდა კომუნალურ სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში კომისიას ან მასთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს მიმართონ.
Sputnik

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) დღევანდელ სხდომაზე  მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა, ნათქავმია უწყების Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

"სილქნეტი" ტელევიზიის მომსახურებას აძვირებს

სემეკ-ის ინფორმაციით, სხდომაზე განხილული საკითხები ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მიერ მოქალაქეებზე განხორციელებულ უსაფუძვლო დარიცხვებს, ხანდაზმულ დავალიანებებსა და მრიცხველის საფასურს შეეხებოდა.

კომისიის გადაწყვეტილებით, მოქალაქეების სასარგებლოდ ჩამოწერილი თანხების ჯამურმა ოდენობამ 29 373 ლარი შეადგინა.

სემეკ–მა მოუწოდა მოქალაქეებს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში კომისიას ან მასთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს მიმართონ.

ეკონომიკის მინისტრი გაზზე ფასის მომატებაში პრობლემას ვერ ხედავს

მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 16 216, ასევე კომისიის Facebook-გვერდზეც.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებს არეგულირებს. კომისია დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისგან და მოქმედებს „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ" და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.