თბილისში ქუჩის მუსიკის დღე გაიმართება

ქუჩის მუსიკის დღე პირველად 2007 წელს ვილნიუსში გაიმართა. მას შემდეგ იდეა ევროპის სხვა ქვეყნებმა აიტაცეს.
Sputnik

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში ქუჩის მუსიკის დღე, რომელშიც ქართველი და უცხოელი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას, 10 ნოემბერს გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების მიერ  Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

აღმაშენებლისა და რუსთაველის გამზირზე ქუჩის მუსიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები შვიდ სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება. გარდა ამისა, ინდივიდუალური შემსრულებლებისთვის ხუთი მცირე ზომის სცენა, ხოლო ბენდებისთვის ორი დიდი სცენა მოეწყობა.

რეგულაციები არ იქნება! – კალაძემ ქუჩის მუსიკოსებს მწვანე აუნთო>>>

„ეს არის გარემო, სადაც მუსიკოსები ახორციელებენ თავიანთ იდეებს, ავლენენ გრძნობებს. ეს კარგი საშუალებაა ამაღლდეს მუსიკის კულტურა საქართველოში, შემოქმედების სიყვარული, ამცირებს ყოველგვარი რასიზმის გამოვლინებასა თუ დისკრიმინაციას", - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართულ 3D მულტფილმს „ჯინო“ თბილისში პირველად აჩვენებენ

ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველმა სოლო და დუეტ-შემსრულებლებმა, ბენდებმა, წინასწარ უნდა გაიარონ რეგისტრაცია და შეავსონ შესაბამისი აპლიკაცია.

ქუჩის მუსიკის დღე პირველად 2007 წელს ვილნიუსში ჩატარდა. ის ლიტველმა მუსიკოსმა ანდრიუს მამონტოვასმა დააწესა. 2009 წელს ღონისძიებამ მთელი ლიტვა მოიცვა, მოგვიანებით კი სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ.

საქართველოში ქუჩის მუსიკის დღე პირველად 2012 წლის 19 მაისს აღნიშნეს. მაშინ მუსიკოსები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. ღონისძიებას მამონტოვასიც ესწრებოდა.

თბილისში ქუჩის მუსიკის ფესტივალი თბილისის მერიისა და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დაფინანსებით ჩატარდება.