საქართველოს ნაკრებმა ფუტსალში მოლდოვის გუნდი დაჯაბნა

ქართველი ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებისთვის ემზადებიან.
Sputnik

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფუტსალში მოლდოვის ნაკრებს 6:2 მოუგო საერთაშორისო ამხანაგური ტურნირის მატჩში, რომელიც ამ დღეებში ლატვიაში მიმდინარეობს.

საქართველოს ნაკრებმა ფუტსალში ინგლისის გუნდი გაანადგურა

მთელი მატჩის განმავლობაში ავთანდილ ასათიანის გუნდი სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა. ქართულ ნაკრებში თავი გამოიჩინეს ჟენსონ ჟუნიორმა, რომელმაც ჰეთ-თრიკი გაიფორმა, როდრიგო სანტოსმა დუბლით და კიდევ ერთი გოლი გაიტანა მეკარე ზვიად კუპატაძემ.

საქართველოს ნაკრები შემდეგ მატჩს 30 ოქტომბერს ლატვიის წინააღმდეგ გამართავს.

საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი ლატვიაში 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის მომზადების ნაწილია. წინასწარი შესარჩევი რაუნდი 2019 წლის 29 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით გაიმართება, ხოლო ძირითადი შესარჩევი რაუნდი – 2019 წლის 22-29 ოქტომბერს.

მსოფლიო ჩემპიონატი ფუტსალში 2020 წლის 12 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ლიტვაში გაიმართება.