თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში, წერეთლის გამზირზე 25 წლის ბიჭი საცხოვრებელი კორპუსის მე-14 სართულიდან გადავარდა და სასწაულებრივად გადარჩა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
25 წლის მამაკაცის თქმით, მას ფანჯარასთან ფეხი დაუცდა, გარეთ გადავარდა და ავტოფარეხში ჩავარდა, სადაც „პუფებზე“ დაეცა.
ექიმების განცხადებით, ახალგაზრდა კაცს სხეულის დაჟეჟილობა აღენიშნება. მას სათანადო გამოკვლევები უტარდება. გადარჩენილი ახალგაზრდა რამდენიმე საათი დაკვირვების ქვეშ იქნება.