„საქართველოს სამხედრო გზაზე“ მოძრაობა დროებით დაიკეტება

გზაზე მოძრაობა პოლიციის უშუალო მეთვალყურეობითა და კოორდინაციით განხორციელდება.
Sputnik

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე სამშაბათს მოძრაობა დროებით დაიკეტება, რაც კობი–გუდაურის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობას უკავშირდება.

გუდაურში ახალი საბაგიროები შენდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 30 ოქტომბერს კობი–გუდაურის საბაგირო გზაზე იგეგმება ტროსებისა და კაბელების მონტაჟი.

ამასთან დაკავშირებით მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 107–ე კილომეტრზე აიკრძალება ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა 07:00 საათიდან 12:00 საათამდე.

მოძრაობის აღნიშნული რეჟიმის უზრუნველყოფა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით მოხდება, ნათქვამია განცხადებაში.

გუდაური ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სამთო–სათხილამურო კურორტია საქართველოში. ის ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.