ბათუმში საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან მამაკაცი გადმოვარდა

მომხდარის დეტალებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
Sputnik

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმში საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან 55 წლის მამაკაცი გადავარდა, იუწყება ტელეკომპანია Adjara TV.

თბილისში საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან პენსიონერი გადმოვარდა

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. მისი ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და 3 წლამდე თავისუფლების შეზღუდვას ან 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ამჟამად მომხდარის სხვა დეტალებს ადგენს.