თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. საპრეზიდენტო არჩევნებში 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭაში, ამბროლაურის რაიონში დაფიქსირდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ცესკოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.
კერძოდ, ამბროლაურში საარჩევნო უბნებზე 15:00 საათისთვის გამოცხადდა ამომრჩეველთა 47.1%. ყველაზე დაბალი აქტივობა კი გარდაბანსა და მარნეულშია – 23.7% და 23.6% შესაბამისად.
რაც შეეხება თბილისის მონაცემებს, ამომრჩევლები ყველაზე მეტად აქტიურობენ ვაკეში – 31,1%, დიდუბეში – 30.5%, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ისანში – 25,2%.
15:00 საათის მონაცემებით, ხმა საერთო ამომრჩეველთა რაოდენობის 30,98%-მა მისცა.
დღეს საქართველოში პრეზიდენტს ირჩევენ. ხალხმა არჩევანი 25 კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს.
საპრეზიდენტო არჩევნებზე საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.