წინანდალში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

კომპლექსი ასევე მოიცავს ამფითეატრს, დახურულ საკონცერტო დარბაზს, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ღვინის ქარხანას და აღდგენილ ვენახებს
Sputnik

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. კახეთში, წინანდლის ისტორიულ მამულში მუშაობას იწყებს უახლესი, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი სასტუმრო კომპლექსი Radisson Collection-ი, იუწყება მთავრობის ვებგვერდი.

კახეთის რეგიონში პირველი ბრენდირებული სასტუმრო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.

კახეთში ქართული ზეთისხილის რთველი მიმდინარეობს

„საქართველო ისტორიულად ყოველთვის იყო რეგიონის კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი და მოგეხსენებათ, რა არის ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის და ჩვენი მთავრობის ხედვა - საქართველო გახდეს რეგიონული ცენტრი, დაიბრუნოს ის დიდება, რაც მას ისტორიულად ჰქონდა. საქართველო აუცილებლად უნდა იყოს კულტურული ცენტრი, ისეთი კულტურის მატარებელი, როგორიც ჩვენს ძალიან დიდ და ღირსეულ წარსულს შეეფერება”, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს საპარტნიორო ფონდს, პროექტის დამფინანსებლებსა და ყველა ხელოვანს, ვინც ჩართული იყო წინანდალში ამ ინფრასტრუქტურის შექმნაში.

ნაძალადევში კომპლექსური სპორტული ცენტრი გაიხსნა >>

142-ნომრიან უმაღლესი კლასის სასტუმროსთან ერთად, წინანდლის კომპლექსი ამფითეატრს, დახურულ საკონცერტო დარბაზს, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ღვინის ქარხანას და აღდგენილ ვენახებს მოიცავს.

სასტუმროს პროექტის ჯამური ღირებულებაა 35 მლნ აშშ დოლარია,  საპარტნიორო ფონდის დაფინანსება 10 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის დამფინანსებელია ასევე „თიბისი ბანკი“. წინანდლის ისტორიულ კომპლექსში საერთო ინვესტიცია დაახლოებით 60 მილიონ დოლარს შეადგენს.