საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სტამბულში შეხვდებიან

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, 2012 წლიდან წელიწადში ორჯერ მართავენ შეხვედრებს.
Sputnik

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები: დავით ზალკალიანი, ელმარ მამედიაროვი და მევლუთ ჩავუშოღლუ 29 ოქტომბერს სტამბულში რიგით მეშვიდე შეხვედრას გამართავენ, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“ თურქეთის საგარეო უწყებოს განცხადებაზე დაყრდნობით.

„შეხვედრაზე განხილული იქნება სამხრივი თანამშრომლობის პროგრესი და ბოლო დროს განვითარებული რეგიონული და გლობალური მოვლენები“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, 2012 წლიდან წელიწადში ორჯერ მართავენ შეხვედრებს. 

აზერბაიჯანი თავისი ავტომობილების გასაღებას საქართველოში გეგმავს

2017 წლის 6 სექტემბერს მხარეები ბაქოში შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც მინისტრები მაღალი დონის სამიტის მომზადებასა და მომავალი თანამშრომლობის საგზაო რუკის შემუშავებაზე შეთანხმდნენ.

გარდა ამისა, მინისტრებმა იმსჯელეს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ენერგეტიკისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხებზე და ასევე ხელი მოაწერეს 2017-2019 წლების სამოქმედო გეგმას, რომელიც ყველა სფეროში თანამშრომლობას მოიცავს.