მხოლოდ ღვინო არა: ტურისტებს ჩაითაც მოხიბლავენ

დასავლეთ საქართველოში ტურისტები ქართული ჩაის ისტორიისა და განსაკუთრებული თვისებების გაცნობას შეძლებენ.
Sputnik

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში იწყება ახალი ტურისტული პროექტი „გურიის ჩაის გზა", რომელიც ქვეყანაში აგროტურიზმის განვითარებას ითვალისწინებს, ნათქვამია ოზურგეთის მერიის განცხადებაში.

სტუმრებს აჩვენებენ ჩაის პლანტაციებს, ასევე გააცნობენ ნატურალური ქართული ჩაის დამზადებისა და მოხმარების პროცესს.

ქართული ჩაი: ისტორია და რეალობა

პროექტი ხორციელდება ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით. შემდეგი კვირიდან პროექტის რეალიზებაში ჩაერთვება სოფლის მეორნეობის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ასოციაცია „ელკანა", რომელიც პროექტის რეალიზების პროცესს უფრო შედეგიანს გახდის.

ქართული ნატურალური ჩაი პოპულარობით სარგებლობს როგორც ქართველ, ისე უცხოელ მომხმარებელს შორის, განსაკუთრებით კი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან.

ჩაის ინდუსტრია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეჩერდა, რადგან საქართველომ ჩაის გასაღების ბაზრები დაკარგა. ახლა ქვეყანა ცდილობს ადგილობრივ პროდუქტს ძველი დიდება დაუბრუნოს ინვესტიციების მოზიდვის გზით.