თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ცნობილი ქართველი მხატვრის გია გუგუშვილის გამოფენა სახელწოდებით „გრაფიკული ფერწერა" Сhardin Art Gallery-ში 25 ოქტომბერს გაიხსნება, იუწყებიან ორგანიზატორები.
Сhardin Art Gallery ქალაქის ცენტრში, სასტუმრო Tbilisi Marriott-ში მდებარეობს. ექსპოზიცია 18:00 საათზე გაიხსნება. გამოფენა 12 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
გუგუშვილმა 1977 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის განყოფილება. 2014 წლიდან ამავე უმაღლესი სასწავლებლის რექტორია და ამავე დროს ფერწერის პედაგოგი.
მხატვარს 2015 წელს მიენიჭა აზერბაიჯანის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საპატიო დოქტორის წოდება. ასევე არის აზერბაიჯანის მხატვართა კავშირის წევრი.
გუგუშვილის ნამუშევრების გამოფენები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. მისი ტილოები ინახება საქართველოს, შვეიცარიის, გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთის, იაპონიისა და სხვა ქვეყნების კერძო და სახელმწიფო კოლექციებში.