თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ქართული კინოს რეტროსპექტივა გაიმართება კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალზე (Cottbus Film Festival), რომელიც 6-11 ნოემბრის პერიოდში ჩატარდება, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სექციაში Spotlight: Georgia („საქართველო ფოკუსში“) 12 ქართულ ფილმს უჩვენებენ, მათ შორის, ქართული კინემატოგრაფიის კლასიკოსებისა და თანამედროვე რეჟისორების ნამუშევრებს.
ფესტივალის სტუმრები ნახავენ გიორგი შენგელაიას „ალავერდობას", მარიამ ხაჭვანის „დინოლას", გიორგი ოვაშვილის „ზღვის დონიდან", ანა ურუშაძის „საშიშ დედას" და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალის საერთაშორისო ჟიურის წევრი წელს ქართველი რეჟისორი გიორგი მგელაძე იქნება.
Variety-ს ვერსიით, Cottbus Film Festival-ი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფესტივალად ითვლება.