ბათუმში საცხოვრებელი კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა

უბედური შემთხვევა დღეს მოხდა.
Sputnik

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან 51 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა, იუწყება აჭარის ტელევიზია

მოსწავლე სკოლის სახურავიდან გადმოვარდა და რეანიმაციაში მოხვდა

უბედური შემთხვევა გორგილაძის ქუჩაზე დღეს, დილის 6 საათისთვის მოხდა.

ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. ამ დროისთვის გარდაცვლილი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.