თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ირანის მოქალაქე დამნაშავედ ცნო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის და 10 წლით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება მთავარი პროკურატურის ვებგვერდი.
სასამართლოზე დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 52,9 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, რაც 2018 წლის 6 მარტს, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სხეულის დათვალიერების შედეგად იქნა ამოღებული.
სამართალდამცველებმა ირანის მოქალაქე იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) და აღკვეთის ღონისძიების სახით 10 წლით პატიმრობა შეეფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავარ პროკურატურასთან ერთად, კვლავ აქტიურად განაგრძობს ნარკოდანაშაულისა და ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას.