გამეზას უნიკალური ხედვით შექმნილი არასტანდARTული არტპროდუქცია

ქართველი მხატვრის George Gamez-ის შემოქმედება ფერთა განსხვავებული გამის, უსასრულო სივრცის აღქმის და საოცარი ფანტაზიის შერწყმაა. მის ნამუშევრებს შეხვდებით ქუჩაში, კედლებზე, ასევე წიგნებში, არაერთი ჟურნალის გარეკანზე, ინტერნეტ-სივრცეში და ა.შ.
Sputnik

მხატვრის შემოქმედება მრავალფეროვანი და არაორდინალურია. მის მიერ შექმნილი კომიქსები, რეალური თუ ირეალური გმირები, ასევე კონცეპტუალური ტრუსები, სტიკერები, ჩანთები, მაისურები, „თუ გინდა, რომ თავი განდონ“ და სხვა, არაერთი ადამიანის მოწონებას იმსახურებს.

– როგორც ადამიანთა უმრავლესობამ, „ჯღაბნა“ მეც ბავშვობიდან დავიწყე, რასაც შემდგომ ხატვა დაერქვა. ამის მერე იყო ხატვის და ამ მხრივ „თავისუფლების აღკვეთის" და აკრძალვის 11 წელი, ანუ სკოლის პერიოდი, რადგან წიგნები თუ რვეულები უკვე „ნაჯღაბნახატებით“ ივსებოდა. შემდეგ სამხატვრო აკადემია. იქ, პირიქით, რაც მეტს დახატავდი, უკეთესი იყო. ამან გაასწორა. დღესაც, უკვე 10 წლის შემდეგ ვხატავ სხვადასხვა მიმართულებით.

გამეზას უნიკალური ხედვით შექმნილი არასტანდARTული არტპროდუქცია

– როდის დაინტერესდით სტრიტ-არტით?

– აკადემიაში მონუმენტური მოხატვის სპეციალობით ვსწავლობდი, რაც ნებისმიერი ტიპის ინტერიერში ან ექსტერიერში კედლის მხატვრობას გულისხმობს. სტრიტ-არტი უშუალოდ ქუჩაში გაჩენილი მიმდინარეობაა, ხშირად არალეგალური, შემდგომში კი მრავალმხრივ განვითარებული. მის მიმართ ინტერესი სწავლის პარალელურად, სტუდენტობის დროს გამიჩნდა.

გამეზას უნიკალური ხედვით შექმნილი არასტანდARTული არტპროდუქცია

– ძირითადად რა არის ის თემატიკა, რაზეც მუშაობთ?

– ძირითადი სამუშაო თემატიკა პერსონაჟებია, მათი ხასიათების დაფიქსირება, გაცნობა, განვრცობა. შესაბამისად, დაახლოებული მიმართულებებია: კარიკატურა, კომიქსი, ილუსტრაცია, ანიმაცია, მულტიპლიკაცია, სადაც ცოცხლდებიან რეალური თუ მოგონილი ტიპაჟები.

– არსებობს ტაბუდადებული თემები, რომლებსაც არ ეხებით?

– დაკანონებულად ტაბუდადებული თემა არ გვაქვს, ალბათ ამას მორალურად არეგულირებს ჩვენი აზრი. აბალანსებს თემას, დროსა და სივრცესთან ადეკვატურ დამოკიდებულებაში.

გამეზას უნიკალური ხედვით შექმნილი არასტანდARTული არტპროდუქცია

– თქვენი ყველაზე შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი ნამუშევარი გაიხსენეთ...

– თითოეულ ნახატს თუ სხვა ნამუშევარს თავისი ენერგია და ფასი აქვს. ასეა ავტორისთვის, ვფიქრობ, მნახველისთვისაც. ამრიგად, ძნელია გამოვარჩიოთ ცალკეული ქმნილება შთამბეჭდაობის მიხედვით. ეს ერთიანი პროცესია, რომელშიც ყველა დეტალს თავის უნიკალური როლი აქვს. მთავარია დინამიკა, სიახლისკენ სწრაფვა.

გამეზას უნიკალური ხედვით შექმნილი არასტანდARTული არტპროდუქცია

– თითოეული ნახატი ალბათ რაღაც მესიჯია. საზოგადოებამდე და, ზოგადად, ადრესატამდე რამდენად აღწევს თქვენ მიერ კედლებზე დატოვებული ეს მესიჯები?

– მხატვრისთვის ძნელია კონტროლი, სად როგორ აღწევს მისი ქვე- თუ ზეცნობიერი მესიჯები, ვისზე რა გავლენას ახდენს და ა.შ. დიდად არც ინტერესდება მხატვარი. მისთვის კულმინაცია შექმნის პროცესი უნდა იყოს. მნიშვნელოვანი ზოგადი განწყობაა, თუ რისკენაა მომართული მისი შემოქმედება. პირადად ჩემთვის ბავშვთა საკითხია პრიორიტეტული, ასევე ფაუნა, ფლორა, ადამიანის ფანტაზZია, კომუნიკაცია, YOUმორი...

გამეზას უნიკალური ხედვით შექმნილი არასტანდARTული არტპროდუქცია

– წლების განმავლობაში სტრიტ-არტი საქართველოში არალეგალურ არტად იყო აღიარებული. დღეს რა შეიცვალა?

– დღესდღეობით სტრიტ-არტი, ისევე, როგორც სხვა ჟანრები, განვითარების ახალ ეტაპზეა. დაგროვილი ინფორმაციის საფუძველზე მეტად მრავალფეროვანი ხდება გამოხატვა. ის აცოცხლებს ქალაქებს, შემოქმედებით აზარტს ქმნის, იძლევა საშუალებას თვითრეალიზების, პროტესტის დაფიქსირების ან სიმპათიის ფრქვევის. საბედნიეროდ, ლეგალურობის საკითხები კანონით რაღაცნაირად რეგულირდება. თუმცა, არტისტის მიერ ბალანსდება ემოციური თუ მორალური უფლება – სად რა შექმნას.

გამეზას უნიკალური ხედვით შექმნილი არასტანდARTული არტპროდუქცია

არსებობს ადგილები, სადაც მიიჩნევა, რომ არაესთეტიკური, უკონტექსტო იქნება დამატებითი „გაფორმება", მაგრამ არსებობს ლოკაციები, რომელსაც დაამშვენებს და ღირებული იქნება. ეს სიტუაციისამებრ განხილვადი და გადაწყვეტადია. სწორედ ეს არის „თავისუფლების“ ის კონდიცია, საიდანაც შემსრულებელი შეკვეთის თუ შელამაზების გარეშე გამოთქვამს თავის აზრს. ამ შემთხვევითობის ფენომენის არსებობის გარეშე გაქრებოდა მუღამი რაიმეს გაკეთების, ინტრიგის გაჩითვის ან ახლის დაძახების.

გამეზას უნიკალური ხედვით შექმნილი არასტანდARTული არტპროდუქცია

– ძალიან ბევრ აქტივობებში ხართ ჩართული. სტრიტ-არტის გარდა რა არის თქვენი ინტერესის სფერო, რა პროექტებში გაქვთ მონაწილეობა მიღებული?

– ინტერესის სფეროები, მხატვრობის გარდა, Creative-ის სხვადასხვა მიმართულებებია: ანიმაცია, ფოტოგრაფია, ნეიმინგი, კოპირაიტინგი, არტდაირექშენი, რეჟისურა, სამსახიობო ოსტატობა, დამწერლობა, ლინგვისტიციზმი, სპორტი, კულინარია, ახალი ადამიანების შექმნა, თევZაობა, BADმინტონი...

გამეზას უნიკალური ხედვით შექმნილი არასტანდARTული არტპროდუქცია

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ? 

– ზოგადი ატმოსფეროს გასახალისებლად სამომავლო გეგმებში აუცილებლად იქნება მეტი ახალი, ჯანსაღი იდეა.