საქართველოში ვაშლის ახალი ბაღები 869 ჰექტარზე გააშენეს

პროექტის „დანერგე მომავალი" ფარგლებში 180 ახალი საწარმოს შექმნა დაფინანსდა.
Sputnik

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. პროექტის „დანერგე მომავალი" ფარგლებში სახელმწიფოს დაფინანსებით საქართველოში 869 ჰექტარ მიწის ფართობზე ვაშლის ბაღები გააშენეს, ნათქვამია სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უცნაური და ორიგინალური ექსპორტი საქართველოდან

პროექტი „დანერგე მომავალი“ საქართველოში 2015 წლიდან ხორციელდება. სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებამ შვიდ მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

სახელმწიფოს მიერ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით, რაც ფერმერებსა და მეწარმეებს საშუალებას აძლევს კონკურენტუნარიანი პროდუქცია ექსპორტზე გაიტანონ.

„ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში სახელმწიფოს დახმარებით 2013 წლიდან დღემდე 180 ახალი საწარმოს შექმნა დაფინანსდა. ამას გარდა ხელახლა აღჭურვეს 880 უკვე არსებული საწარმო.